რა კავშირი აქვს მოდას პოლიტიკასთან?

რა კავშირი აქვს მოდას პოლიტიკასთან?

სად იყო და არის მოდის ცენტრი? რა თქმა უნდა, არა ყველგან…

-ალბათ, პარიზში! – გვიპასუხებთ… – თუმცა, მოდა სენის ნაპირზე ნამდვილად არ დაბადებულა… იქ მოხვედრამდე მან იტალია, ესპანეთი მოგვიანებით კი ინგლისი გადასერა…

აღსანიშნავია, რომ, მოდას, ოდითგანვე, პოლიტიკასთან ჰქონდა კავშირი..

იტალიის წვლილი, მოდის ისტორიის განვითარებაში, რენესანსის ეპოქაზე, ქალაქებისა და სახელმწიფოების აყვავების ხანაზე მოდის. სათავეში ვენეცია და ფლორენცია იყო – ორივე მნიშვნელოვანი პუნქტი, აღმოსავლეთის ქვეყნებთან შემოსავლიანი ვაჭრობისთვის.

XIII საუკუნიდან მოყოლებული, იტალიაში, უკვე ძვირფას აბრეშუმის ნაჭერს ამზადებდნენ, მილანში კი ბარხატის წარმოება ვითარდებოდა… მოდის ცენტრად, როგორც წესი, იმ ქალაქსა თუ ქვეყანას თვლიდნენ, სადაც ძვირფასი ქსოვილი იწარმოებოდა. ამის მაგალითია, აბრეშუმის ქალაქი ლიონი და მისი პირდაპირი კავშირი ფრანგული მოდის მეფობასთან.

ბურგუნდიაც, განსაკუთრებული ქსოვილის წარმოების მეოხებით, ათასწლეულების განმავლობაში, იძლეოდა ტონს ევროპულ მოდაში. თუმცა, ეს ეპოქაც დასრულდა და ბურგუნდია ესპანეთმა ჩაანცვლა. იმ პერიოდში გამეფებულმა შავმა ფერმა, ქვეყნის მმართველთა უდიდესი მოწონება დაიმსახურა. იმპერიაში, სადაც მზე არასოდეს აღწევდა, შავ, გახამებულ სამოსთან ერთად, ამაყმა დიდებულებმა კრინოლინიც მოირგეს. ასეთი სამოსით ისინი თავიანთ ღირსებასა და წესიერებას უსვამდნენ ხაზს… მოდის წინააღმდეგ განწყობილი ესპანეთის კონსერვატული წრეები კი ცვლილებებს, მოდაში, გასაქანს არ აძლევდნენ და მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდათ სიახლისადმი… 1600 წლის შემდეგ, ესპანეთის პოლიტიკური ჰეგემონია, შეირყა. სიმძიმის ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა და მოდაშიც, სიცოცხლით სავსე პარიზი გამეფდა. კაზანოვა წერდა: «პარიზი ერთადერთი ქალაქია, მსოფლიოში, რომლის სახეც ყოველ ხუთ-ექვს წელიწადში მთლიანობაში იცვლებაო».

XIII საუკუნიდან მოყოლებული, პარიზისთვის, მოდის სფეროში, ახალი კონკურენტი – ლონდონი, გაჩნდა… კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ, ერთ-ერთი გერმანელი მწერლის, 1768 წელს გაკეთებულ ჩანაწერში ვაწყდებით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანგლომანიით «შეპყრობილი», ყველაზე მეტად, სწორედ, პარიზი ყოფილა… ამ ვითარებას, როგორც ჩანს, ორი ქალაქის გეოგრაფიული მდებარეობაც უწყობდა ხელს. ინგლისური მოდის ტენდენციები მთელ ევროპასაც მოედო. სპორტული პალტო და სამოსი წვიმიანი ამინდისთვის, მაგალითად, იყო და რჩება ბრიტანულ «კუთვნილებად» მოდაში. თუმცა, პარიზი მაინც მოდის ცენტრია. XX საუკუნის ორი ყველაზე ცნობილი მოდელიორი – მადამ სკაპარელი და ნინა რიჩი, იყვნენ იტალიელები, მაგრამ იტალიელები პარიზში. XIX საუკუნის ორი წარმატებული ინგლისელი მოდელიორი ვორტ და რედფერიც, იყვნენ «ინგლისელები პარიზში»… როგორც 1865 წელს, ჟურნალი Mo-denwelt წერდა, პარიზი იყო «მოდის რეზიდენცია, საიდანაც მბრძანებელი ქალბატონი აგზავნიდა თავის მითითებებს»…

ლუდოვიკო XIV-დან მოყოლებული, მოდის განვითარებას, თითქმის ყველა ფრანგი მმართველი დიდ ყურადღებას უთმობდა. თვით ნაპოლეონ დიდიც კი, ამ «ქალბატონის» მოყვარე იყო.

პარიზის გეოგრაფიული მდებარეობა, ტექსტილის წარმოების განვითარებული ტექნიკა და გამოცდილი მკერავების პროფესიონალიზმი, მოდის ცენტრის სიძლიერეს და წარმატების საიდუმლოს წარმოადგენდა.

ასე იქცა თავისუფალი და მსუბუქი პარიზი მსოფლიო მოდის ცენტრად იქცა… ცენტრად, სადაც, დღემდე, არა ერთი სიახლე თუ ექსცენტირული იდეა იბადება… ამ იდეებს კი მსოფლიო იტაცებს… რიგ შემთხვევაში, განსხვავებულ ინტერპრეტაციებს ქმნის და მოდის მოყვარულებს ახალი სახითაც წარმოუდგენს ხოლმე…

მოდის ისტორია ისეთივე ძველია როგორც ჩაცმულობის. ტანსაცმელი, ბუნებისგან თავდასაცავად, ჯერ კიდევ, პირველყოფილმა ადამიანმა, «გამოიგონა»… დროთა განმავლობაში კი, კაცობრიობამ, სამოსის ესთეტიურ ფორმებზე ზრუნვაც დაიწყო…

სირცხვილის გრძნობით და გაბატონებული მორალური კოდექსებით აიხსნება ის, რომ ადამიანი სიშიშვლის დაფარვას უძველესი დროიდან ცდილობდა, თუმცა, ტანსაცმელი სხეულის საფართან ერთად, ოდითგანვე, სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებდა. თავის დროზე, ამულეტსაც კი ტანისამოსად მოიაზრებდნენ. ის შიშველ, უსუსურ ადამიანისა და სამყაროს შორის ხიდად გვევლინებოდა. ზოგიერთი ტანისამოსის სიმბოლური მნიშვნელობა, შუა საუკუნეების გილდიებისა და ესპანელი მონახების მკაცრი წესების ნათელ მაგალითებს წარმოგვიდგენს. საფრანგეთის რევოლუციის დროს, არისტოკრატთა თავებს, გილიოტინაზე, პარიკებიანად ჭრიდნენ. იმ დროიდან, პარიკის არ ქონა ისეთივე აუცილებელი იყო, როგორც დღეს ახალგაზრდობის გარკვეულ წრეებში ჯინსის ტარება.

ტანისამოსი ბევრზე მეტყველებს და ადამიანის საიდუმლო აზრებს ამხელს. მოდის ტენდენციები, ხშირად, ერთმანეთის მიბაძვის სურვილიდან ყალიბდება. ფსიქოლოგები მიბაძვას, ბიოლოგიური თვითდაცვის ინსტიქტად და ჯოგებად მცხოვრები ცხოველების ბუნებრივ რეფლექსად მიიჩნევენ. ამ გარემოებას ადამიანის საზოგადოებასთანაც თუ შევადარებთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მიბაძვა მოდის სამყაროში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს არის ის, რასაც მოდის განვითარების პროცესს უწოდებენ, სინამდვილეში კი წინააღმდეგობების შერწყმას წარმოადგენს. გარე სამყაროს მორგებული ადამიანი ერგება მოდას და ამავე დროს, იმავე მოდის მეშვეობით, ცდილობს სხვებისგან გამორჩეული და ინდივიდუალური იყოს.

მაღალი მოდის ოქროს საუკუნე

გამოფენა პარიზისა და ლონდონის, რომლის პირობითი სახელწოდება ”მაღალი მოდის ოქროს საუკუნე” გაიმართა 1947_1957 . ეს გამოფენა საპატიო მიზეზის გამო შედგა. ზუსტად 60 წლის წინ კრისტიან დიორმა საზოგადოებას თავისი პირველი კოლექცია წარუდგინა. სწორედ ამ ჩვენების შემდეგ დაიწყო Haute Couture_ეს მოღვაწეობის დიდი ისტორიული გზა.

ახალი სტილს, რომელსაც NEW LOOK ეწოდებოდა,რომელიც ძვირფასი ქსოვილების კაბებისგან შედგებოდა იმ დროინდელი ეკონომიკისთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ქალები ფუფუნების წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ. მათ ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა DIOR – ის სამყაროში გადაეშვნენ. მოდის აყვავება გაზეთებმა უმალვე აიტაცეს. ეს ეპოქა 10 წლის განმავლობაში გაგრძელდა, რომლებმაც მემკვიდრეობით ისეთი სახელები დაგვიტოვა,როგორებიც არიან : ბალენსიაგა, GIVENCHY,MADAM GRE, LANVIN და რა თქმა უნდა დიორი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული კუტურიეს თავისი სტილი ჰქონდა, მაინც ყველა ტანისამოსი NEW LOOK -ის სტილში იყო : დაბალი მხრები, ვიწრო წელი, განიერი ბოლო – კოსტიუმების ეპოქის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ახალი ჩაცმულობისთვის იხარჯებოდა არა მხოლოდ უამრავი ქსოვილი, არამედ დიდი დროც.. ყველაფერი ხელით კეთდებოდა, იქმნებოდა სონტრუქციები, რომლებზეც აწყობდნენ კაბებს. რთული წარმოსადგენი არ არის , რომ ასეთი კაბებისთვის უამრავი თანხა იყო საჭირო. ამ წლებში მოდა ყველასათვის საინტერესო და ამავ დროულად ხელმისაწვდომი იყო. მათ ვისაც არ შეეძლოთ DIOR-ის ორიგინალური ტანისამოსი შეეძინათ, მის ანალოგს და შედარებით იაფ ფასიანს ყიდულობდნენ. მაგრამ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო NEW LOOK-ს ატარებდა ყველა. ამასთან ერთად მოდამ თავისი ისტორიის მანძილზე პირველად გადალახა ყველა ბარიერი და მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

უნდა აღინიშნოს, ის ფაქტიც, რომ ქვეყნებს შორის ხანმოკლე ბრძოლაც გაიმართა. ფრანგების წარმატება მოსვენებას არ აძლევდა ინგლისელებს. პარიზის მოდის სახლის რაოდენობა 47_ი იყო ხოლო ლონდონში მხოლოდ12-ს შეადგენდა, ბრიტანელები იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. დიზაინერთა გრძნობებმა კულმინაციას მიაღწია. 1957 წელს, როდესაც ახალგაზრდა ელისაბედ მე_2 ოფიციალურ ვიზიტით პარიზს ესტუმრა, დედოფალი შემოსილი იყო ჰარტნელის ფრანგული ყვავილებით შექმნილი კაბით,ლედი გლედვინს, ჯაკა ფატის კაბა ეცვა, ხოლო ბრიტქანეთი ელჩის მეუღლეს კუპერ ბალმენას კაბით ბრწყინავდა.

დიორის წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან სამოსი იცვლებოდა. ამასთან 60_იანი წლების თაობა მოვიდა და დიზაინერებმა დემოკრატია მოითხოვეს. ახლა მხოლოდ დრო და დრო იხსენებენ NEW LOOK-ს.

msopliomodisistoria.blogspot