ფრანგი მსახიობი და რეჟისორი რობერ ოსეინი 93 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობის ოჯახი ავრცელებს.
რობერ ოსეინი 1927 წლის 30 დეკემბერს, პარიზში დაიბადა. კინოში მისი დებიუტი 1948 წელს შედგა.
1964 წელს „ანჟელიკა: მარკიზების ანგელოზის“ პრემიერის შემდეგ, გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლის შემსრულებელი, რობერ ოსეინი ფრანგული კინემატოგრაფის ვარსკვლავად იქცა.