2020 წლის დასაწყისში ამერიკელმა მსახიობმა გაყიდვაში სანთლები გამოუშვა, რომელსაც საკუთარი ვაგინის არომატი აქვს. პროდუქტს This Smells Like My Vagina (ამას ჩემი ვაგინის სუნი აქვს) ჰქვია. Goop-ის ლაბორატორიაში შექმნილ სანთლებს თავად მსახიობმა “მხიარული, სექსუალური და მოულოდნელად ლამაზი” უწოდა.
50 წლის ლონდონელის, ჯოდი ტომპსონის განცხადებით, მან ერთი სანთელი შეიძინა, რომელიც მოულოდნელად აფეთქდა. ცეცხლის მოკიდების შემდეგ სანთელმა ნაპერწკლები გაყარა, შემდეგ გასკდა და ყველა მიმართულებით ცეცხლმოკიდებული ცვილი მიმოაფრქვია. მომხმარებელმა, მეგობრის დახმარებით, გავარვარებული სანთლის ნაწილები გადაყარა.
ტომპსონის თქმით, იმ მომენტში ძალიან შეეშინდა, თუმცა, დღესდღეობით ეპიზოდს მხიარულად იხსენებს და ჩივილს არ აპირებს.
კოსმეტიკისა და ველნეს პროდუქტების კომპანია Goop ოსკაროსანმა მსახიობმა 2008 წელს დააფუძნა.
ინფორმაციას ,,ტაბულა” ავრცელებს.