ამერიკის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების ცერემონიაზე ნიკოლ კიდმანმა თაყვანისმცემლები ულამაზესი ჩაცმულობით გააოცა. ავსტრალიელ მსახიობს Giorgio Armani-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან ულამაზესი საღამოს კაბა ეცვა, რომელსაც Harry Winston-ის სამკაულები ამშვენებდა.
ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
კიდმანი ღონისძიებაში საკუთარი სახლის უკანა ეზოდან ჩაერთო.
წელს ის საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში იყო წარდგენილი, თუმცა ვერ გაიმარჯვა.