„მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი უკრაინულ არხზე ინგლისურენოვან საავტორო გადაცემას უძღვება, ამის შესახებ მან ,,იმედის” ეთერში ისაუბრა.
,,გადაცემა ინგლისურ ენაზე მიმყავს. ეს კიდევ ერთი პატარა გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან როცა ენა მშობლიური არ არის, ცოტა რთულია, თუმცა საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა…
ტელევიზია ის ადგილია, რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ბედნიერი ხარ მაშინ, როდესაც იმას აკეთებ, რაც გაინტერესებს.
ჩემი გადაცემა ეხება საინტერესო ადამიანებსა და ადგილებს. ის ეხება შთამაგონებელ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას ქმნიან… უკვე ჩავწერე ინტერვიუები ცნობილ იტალიელ და ბრიტანელ არქიტექტორებთან…”, – განაცხადა ნინი გოგიჩაიშვილმა.