საფრანგეთი კოვიდ რეგულაციებს ამსუბუქებს და ეს მოდის სამყაროზეც პოზიტიურად აისახება.
ივნისიდან პარიზის მოდის კვირეული მამაკაცის ხაზის ლაივ შოუებს და პრეზენტაციებს გამართავს.
საფრანგეთის მოდის მმართველი ორგანოს განმარტებით, მომავალ თვეებში შესაძლებელი იქნება შოუებზე სტუმრების დასწრებაც.
“პანდემიური სიტუაციის განვითრების პარარელურად, შესაძლებელია ღონისძიებებზე სტუმრების დაშვებაც განვიხილოთ”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამჟამად კაცების ხაზის შოუ 22-დან 27 ივნისამდეა დაგეგმილი, ოფიციალური ვადები 24 მაისს გახდება ცნობილი.
ასევე ცნობილია, რომ მილანის მოდის კვირეულიც მალე აიღებს სტარტს ლაივ ღონისძიებების ჩატარების კუთხით.
როგორც, პარიზის ისე მილანის მოდის კვირეულებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ პროგნოზების გათვალისწინებით ღონისძიებებისთვის სამზადისი უკვე დაიწყო.