19 წლიანი არსებობის შემდეგ ელენ დეჯენერესის შოუ 2022 წელს დასრულდება, ამის შესახებ ტელეწამყვანმა გამოცემა Hollywood Reporter-ს უთხრა.
,,მინდოდა შოუ მე-16 სეზონზე შემეწყვიტა, ეს იქნებოდა უკანასკნელი სეზონი, თუმცა მათ სურდათ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა, მე კი ვუთხარი, რომ 1 წელიწადზე დავფიქრდებოდი. მათი თქმით, 1-წლიანი კონტრაქტი გამორიცხული იყო, ამიტომ 3 წლით გავახანგრძლივე და ვიცოდი, რომ ეს უკანასკნელი წლები იქნებოდა”, – ამბობს წამყვანი.
ცნობისთვის, ელენ დეჯენერესის შოუ 2003 წლის სექტემბერში დაიწყო, მე-19 სეზონით 2022 წელს დასრულდება.