54 წლის ვარ და არ მჭირდება ბოტოქსი და იცით რატომ? იმიტომ რომ კარგად ვიკვებები და ვიღებ ყველა საჭირო კალორიას, -ამის შესახებ მსახიობმა სელმა ჰაიეკმა განაცხადა.
მისი თქმით, საკუთარი გარეგნობით მიმართ ყოველთვის კრიტიკული იყო.
“საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკული ვიყავი, ახლა კი ვფიქრობ, რომ ჩემს ასაკთან შედარებით ძალიან კარგად გამოვიყურები და ეს იოგის დამსახურებაა.
მინდა გითხრათ, აქამდე ვარჯიშით თავს არ ვიტანჯავდი, უფრო მეტიც, მიყვარს გემრიელად ჭამა და კარგი ღვინის დალევა. სხეულის ფორმებისთვის ეს ძალიან ცუდია, მაგრამ განწყობისთვის შესანიშნავი.
ჩემს ქმარს მოსწონს, როდესაც ბუნებრივად გამოვიყურები”, – აცხადებს სელმა ჰაიეკი.