ამერიკელი მილიარდერის, ბილ გეითსის ცოლმა მელინდა გეითსმა განქორწინების შემდეგ $3 მილიარდის აქტივები მიიღო. ამის შესახებ Bloomberg წერს.
აქციებში შედის ფასიანი ქაღალდები, კერძო და ვენჩურული კაპიტალი , ენერგო და სასტუმროების ბიზნესი.
4 მაისს ცნობილი გახდა, რომ ბილ და მელინდა გეითსები 27-წლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.