„მის სამყარო 2021“-ის გამარჯვებული მექსიკელი ანდრეა მეზა გახდა.
კონკურსი ფლორიდაში გაიმართა და მასში მსოფლიოს 73 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მეორე ადგილზე ბრაზილიელი ჯულია გამა, მესამეზე კი პერუელი ჯანიკ მაცეტა დელ კასტილიო გავიდა.
ანდრე მეზა ქალაქ ჩიხუახუადანაა. ის მოდელი და ვიზაჟისტია და პროგრამისტის დიპლომიც აქვს.