ადამიანებში, რომლებიც კვირაში 55 საათზე მეტს მუშაობენ, ინსულტის რისკი 35 %-ით იზრდება – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) დღეს ერთობლივი კვლევის შედეგები წარადგინეს.
“კვლევის შედეგად დგინდება, რომ კვირაში 55, ან უფრო მეტი საათით მუშაობა, ასოცირდება სიკვდილიანობის ზრდასთან, რომელიც ინსულტის შემთხვევაში 35%-ით იმატებს, გულის იშემიური დაავადების დროს კი 17%-ით. გარდა ამისა, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა სამუშაო საათებიც აჭარბებს დადგენილ ნორმას – ეს მომუშავე პერსონალი ახლა უკვე მსოფლიო მოსახლეობის 9 %-ს შეადგენს. ეს ტენდენცია კიდევ უფრო მეტ ადამიანს აყენებს შრომითი ინვალიდობისა და ადრეული სიკვდილის რისკის ქვეშ.” – აცხადებენ კვლევის ავტორები.
რაც შეეხება სამუშაო საათების ზრდას კოვიდპანდემიის ფონზე, ჯანმო-ს ხელმძღვანელი ტედროს ადემოს გებრეისუსი ამბობს, რომ პანდემიამ მრავალი ადამიანის მუშაობის მეთოდი მნიშვნელოვნად შეცვალა.
დეტალურად იხილეთ ბმულზე.