ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, გრემის, ემის, 3 ოქროს გლობუსის მფლობელი და “პოპის დედოფლად” წოდებული შერი დღეს 20 მაისს, 75 წლის გახდა.
ვარსკვლავი არის ერთადერთი ქალი მომღერალი, რომელსაც ჰქონდა ტოპ ათეულში შემავალი ჰიტი უკანასკნელი ხუთი ათწლეულიდან თითოეულში.
შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ გრემით აღნიშნულ სინგლში “Believe”-ში გამოიყენა.
შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ-დივა რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n’ Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B.