ლედი გაგა 19 წლის ასაკში მისივე პროდიუსერმა გააუპატიურა. ამის შესახებ მომღერალი BBC-ისთან, ინტერვიუში იხსენებს.
მისივე თქმით, მოძალადე პროდიუსერი მას მუსიკალური ჩანაწერების განადგურებით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ ტანსაცმელს არ გაიხდიდა.
“19 წლის ვიყავი, როდესაც ახალ ალბომზე ვმუშაობდი. პროდიუსერმა მითხრა, რომ ტანსაცმელი გამეხადა, რაზეც უარი ვუთხარი და როდესაც წამოსვლა ვცადე, მითხრა, რომ ჩემს ყველა საალბომო ჩანაწერს გაანადგურებდა. გავიყინე, მას შემდეგ დეტალები არ მახსოვს და დიდად გახსენებაც არ მინდა, გამაუპატიურა და დაორსულებული ქუჩაში მიმაგდო,” – აცხადებს BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მომღერალი.