ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯოზეფ ლარა ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter წერს.
თვითმფრინავი Cessna C501, რომელშიც55 წლის მსახიობი იმყოფებოდა, ტენესიში ჩამოვარდა. ჯოზეფ ლარასთან ერთად დაიღუპა მისი ცოლი გვენ შამბლინიც. 30-წლიანი კარიერის მანძილზე ლარას 30-მდე ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.
განსაკუთრებული პოპულარობა მას სერიალებმა „ტარზანი“ და „მალიბუს მაშველები“ მოუტანა.