უნგრეთის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა შავდათუაშვილი ჩემპიონი გახდა. ის პირველი ქართველია, რომელსაც ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონის ტიტული აქვს.
შავდათუაშვილი ფინალში შვედ ტომი მაციას დაეჭიდა და დამატებით დროში აჯობა. მართალია, უილეთოდ, მაგრამ ისე აქტიურად იჭიდავა, რომ მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა.
შავდათუაშვილი ოქროსკენ მიმავლს გზას პერუელი ალონსო ვონგის დამარცხებით შეუყვა. ვისაც გზა და გზა ბრაზილიელი ედუარდო ბარბოსა, ისრაელის წარმომადგენელი ეჰონათან ელბაზი, მასპინძელი მიკკლოშ უნგვარი და თურქი ბილალ სილოღლუ მიაყოლა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგა.