ჰოლივუდის ცნობილ პროდუსერ ჰარვი ვაინშტეინთან დაკავშირებულ სექსუალურ სკანდალებზე ფილმს გადაიღებენ. ამის შესახებ გამოცემა Deadline წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ფილმს საფუძვლად The New York Times-ის რეპორტიორების, მეგან ტუჰისა და ჯოდი კანტორის გახმაურებული წიგნი She Said: Breaking the Sexual Harassment Story That Helped Ignite a Movement დაედება.
სურათს სტუდია Universal Pictures გადაიღებს, რომელიც უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას კერი მალიგანთან, ზოი კაზანსა და სხვა მსახიობებთან.
ფილმის სცენარზე „ოსკაროსანი“ მწერალი რებეკა ლენკიევიჩი მუშაობს, რეჟისორი კი მარია შრადერი იქნება.