,,წლები დამჭირდა, რომ საკუთარ სხეულში როგორც მოდელს კომფორტულად მეგრძნო თავი” – ჰეილი ბიბერი

,,წლები დამჭირდა, რომ საკუთარ სხეულში როგორც მოდელს კომფორტულად მეგრძნო თავი” – ჰეილი ბიბერი

ჰეილი ბიბერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ისეთ გავლენიან ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით გაიცნო როგორებიც Guess, Tommy Hilfiger, Donatella Versace და Ralph Lauren არიან.

მიუხედავად წარმატებული სამოდელო საქმიანობისა, ჰეილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად არა მხოლოდ კარიერული წინსვლის, არამედ პირადი ცხოვრების გახმაურებული დეტალების გამო ხვდება.

კანადელი პოპვარსკვლავის ჯასტინ ბიბერის მეუღლე აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წელი იმდენად რთული იყო მის ცხოვრებაში, რომ საზოგადოების უარყოფითი შეფასებებისა და ნეგატიური დამოკიდებულების გამო მან გარკვეული დროით სოციალური ქსელის გამოყენებაც კი შეწყვიტა.

“წლები დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარ სხეულში როგორც მოდელს კომფორტულად მეგრძნო თავი. მე მხოლოდ 24 წლის ვარ და ახლაც ვცდილობ გავერკვე ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, როგორ ვყალიბდები, როგორც მოდელი და როგორც მეუღლე. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც თავს დაუცველად გრძნობენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მეუბნებიან ლამაზი ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ყოველთვის ლამაზად მივიჩნევ”, ამბობს მოდელი.

okmagazine