ცნობილი ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. ბოლო წლებში მსახიობი ფილტვის კიბოს ებრძოდა.
ხანმოკლე კარიერის მანძილზე შაფრანკოვას მონაწილეობა 30-მდე ფილმში აქვს მიღებული.
განსაკუთრებული პოპულარობა მას ვაცლავ ვორლიჩეკის ფილმში „სამი კაკალი კონკიასთვის“ შესრულებულმა კონკიას როლმა მოუტანა.