ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა და მსახიობმა ბენ აფლეკმა დაქორწინება გადაწყვიტეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.
გავრცელებიული ინფორმაციით, წყვილი წლის ბოლომდე იქორწინებს.
მათი მეგობრები ფიქრობენ, რომ ბენი ჯენიფერს ხელს 24 ივლისს სთხოვს. ამ დღეს ჯეი ლო 52 წლის გახდება.
ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს 20 წლის წინ ხვდებოდნენ, თუმცა მათი ქორწინება არ შედგა. წლების შემდეგ ისინი კვლავ ერთად არიან.
აპრილში ჯეი ლო ქმარს, კალათბურთელ ალექს როდრიგესს დაშორდა, მანამდე კი ცნობილი გახდა ბენისა და მისი მეუღლის, ანა დე არმასის განშორების შესახებ.