ამერიკელი მუსიკოსი მერილინ მენსონი ლოს ანჯელესის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.
ჰოლივუდის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ის გირაოს გარეშე გაათავისუფლეს.
ბრალდება მას 2019 წლის აგვისტოში ნიუ-ჰემფშირში გამართულ კონცერტზე მომხდარი ინციდენტის გამო წაუყენეს. მუსიკოსმა სავარაუდოდ ვიდეოოპერატორს შეაფურთხა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მუსიკოსს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 2 000 დოლარამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება.