ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფ Led Zeppelin-ზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ამის შესახებ პორტალი NME იტყობინება.
ფილმის რეჟისორი ბერნარდ მაკმაჰონია, რომელიც სურათზე 2 წელი მუშაობდა.
Becoming Led Zeppelin პირველი ფილმი იქნება, რომელშიც Led Zeppelin-ის წევრები მონაწილეობას დათანხმდნენ. მათ ფილმის გადამღებ ჯგუფს უნიკალური საარქივო მასალაც გადასცეს.
როდის გამოვა ფილმი ეკრანებზე, ჯერჯერობით უცნობია.