ცნობილი ამერიკელი პოპვარსკვლავის, ბრიტნი სპირსის მამა შვილის მეურვეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ BBC იტყობინება.
ჯეიმი სპირსი მეურვის ფუნქციას 13 წელი ასრულებდა. მისთვის მეურვის სტატუსის ჩამორთმევა ბრიტნი სპირსმა 2 თვის წინ მოითხოვა.
მისი ადვოკატები ჯეიმი სპრირსს მეურვის სტატუსის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.