საფრანგეთში უახლოეს პერიოდში “მარო მაყაშვილის დღიურების” ფრანგული თარგმანი გამოვა. მარო მაყაშვილის დღიურების ფრანგულენოვანი გამოცემა, სულ 216 გვერდიანია. მასში შესულია ფოტოები, ჩანახატები, მაროს დახატული ტანსაცმლის ესკიზები და ყველაფერი, რაც 16 წლის გოგომ შეიძლება თავის საიდუმლო დღიურში ჩაწეროს და შეინახოს.
მარო მაყაშვილის დღიურის დედანი, ლიტერატურის მუზეუმში ინახება. მის ფურცლებს მკრთალად, მაგრამ მაინც ეტყობა მაროს მოთხრობილი ამბები.
ფრანგულენოვან თარგმანს გამომცემლობა “მედუზა” გამოსცემს, წიგნის პრეზენტაცია კი ლევილის ქართულ მამულში იგეგმება.