ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი სან სებასტიანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება – ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა მხატვრულმა ფილმმა „დასაწყისი“ გასულ წელს ამავე კინოფესტივალზე 4 ჯილდო აიღო