ადამიანების უმეტესობას დილა ცხელი ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ეს ტენდენცია უკვე დიდი ხანია რაც საზოგადოებაში ჩვევად იქცა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა.
BBC-სთან მიცემულ ინტერვიუში ექიმმა კარან რაჯიმ სწორედ გაღვიძებისთანავე ყავის არ დალევისკენ მოუწოდა საზოგადოებას.
“არ დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე, თქვენი სხეული ბუნებრივად გამოიმუშავებს დილაობით ჰორმონ კორტიზოლს, კოფეინის მიღება კი მის დოზას შეამცირებს, რაც საბოლოოდ ნაკლებ ენერგიას მოგცემთ”, – თქვა ექიმმა.