იტალიურმა მოდების სახლმა „გუჩიმ“ 100 წლის იუბილე ორიგინალურად აღნიშნა. ჰოლივუდის დიდების ხეივანში „გუჩის სიყვარულის აღლუმი“ გაიმართა.
ჩვენებას სალმა ჰაეკი, მაილი საირუსი, სერენა უილიამსი, გვინეტ პელტროუ და სხვა ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ჯარედ ლეტომ და მაკოლეი კალკინმა კი დიზაინერ ალესანდრო მიკელეს კოსტიუმები მოირგეს.
პირველად ისტორიაში „გუჩიმ“ პიდიუმზე ე.წ. „პლიუს ზომის“ მოდელებიც გამოიყვანა.