ბრაზილიაში 30 წლის კაცი ფუტკრებისგან თავის დაღწევის მიზნით ტბაში ჩახტა, სადაც ის პირანიებმა შეჭამეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მინას-ჟერაისის შტატში, ერთ-ერთი ფერმის მახლობლად მდებარე ტბაზე მოხდა.
მაშველებმა ცხედარი ნაპირიდან ოთხ მეტრში იპოვეს.
ცხედრის ამოსვენების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის პირანიებმა დაკბინეს. დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება – პირანიების ნაკბენებმა თუ დახრჩობამ.