ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი შონ პენი უკრაინაში დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა. ამის შესახებ უკრაინული პორტალი Vesti.ua იტყობინება.
ფილმი დონბასში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. შონ პენმა კიევში მაიდანზე ინტერიუები ჩაწერა, უახლოეს ხანებში კი ის მარიუპოლში გაემგზავრება და დონბასში საბრძოლო მოქმედებების ზონასაც მოინახულებს.