ამერიკელმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, კანიე უესტმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კიმ კარდაშიანთან შერიგების სურვილზე ილაპარაკა.
რეპერის აზრით ღმერთი მას ყოფილ ცოლთან შეარიგებს.
“ღმერთს სურს გამოვისყიდოთ შეცდომები, რომლებიც ურთიერთობაში დავუშვით. ჩვენ დავუშვით შეცდომები, მე დავუშვი შეცდომები. მე საჯაროდ მოვიქეცი ისე, როგორც ქმარს არ შეეფერება, მაგრამ აქ ვარ, მიკროფონით ხელში, რათა გამოვასწორო შეცდომები. თუ მტერს შეუძლია დააშოროს კიმიე (სახელების, კიმის და ქანიეს აბრევიატურა), მილიონობით მეოჯახე ადამიანი იფიქრებს, რომ დაშორება ნორმალურია. მაგრამ როდესაც ღმერთი კიმიეს შეარიგებს, მილიონობით ოჯახი ურთიერთობის შესანარჩუნებლად საკუთარ თავში ძალას იპოვის”. – ამბობს რეპერი.