რიანამ ბარბადოსის უმაღლესი ჯილდო მიიღო – გაერთიანებული სამეფოსგან ბარბადოსის ოფიციალურად გამოყოფის ცერემონიაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მია მოტელიმ 33 წლის მომღერალს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.
ცერემონია მომღერლის მშობლიურ ქალაქ ბრიჯთაუნში გაიმართა. ბარბადოსის ეროვნული გმირის წოდებას სულ 11 ადამიანი ატარებს. რიანა მეორე ქალია, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.