ჯეი ჯეი ფილიპსი, რომელიც საზოგადოებამ ამერიკულ „ნიჭიერში“ მონაწილეობის შემდეგ გაიცნო, კორონავირუსით გარდაიცვალა, – ამის შესახებ Independent-ი წერს.
„უბრალოდ, გამოძინება მჭირდება“, – უთხრა მან ოჯახის წევრებს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე.
30 წლის კაცი საკუთარ სახლში, მარტო იყო, როცა გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედამ და მეგობარმა გოგომ ნახეს.
ფილიპსი „ნიჭიერში“ ორჯერ – 2009 და 2017 წლებში მონაწილეობდა.