ფილადელფიაში ქართველმა ბარიტონმა დავით ღვინიანიძემ გრანდიოზული ცენტრი გახსნა. გახსნის დღეს დააანონსა ქართული ეროვნული ბალეტი “საქართველოს” დაფუძნებაც, რომელსაც ქორეოგრაფი ლადო გელაშვილი უხელმძღვანელებს.
ცენტრში გაიხსნება ვოკალური სტუდია, სადაც მასტერკლასს დავით ღვინიანიძესთან გაივლიან. ასეთი სტუდია უკვე ფუნქციონირებს ნიუ- იორკშიც.
როგორც ცნობილია, ემიგრანტი შშმ ბავშვები ცენტრში უფასოდ ისწავლიან, ნიჭიერ ბავშვებს კი ღვინიანიძის სტიპენდია დაენიშნებათ. დეკემბრის ბოლოდან ცენტრში მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება.