ჰოლივუდიდ მსახიობს, კრის ნოტს სექსუალურ ძალადობაში ორი ქალი ადანაშაულებს. ამის შესახებ The Hollywood Reporter წერს.
გამოცემის ცნობით, ქალები ირწმუნებიან, რომ მსახიობმა ისინი ბინაში შეიტყუა და გააუპატიურა. ერთი მათგანი კომპანიაში მუშაობდა, რომლის კლიენტიც კრის ნოტი იყო, მეორე კი- კლუბში, რომელსაც მსახიობი ხშირად სტუმრობდა. ნოტი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
„ეს იყო ძალიან დიდი ხსნის წინ. ამ ადამიანებთან ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეს ნებაყოფლობით ხდებოდა. მათთვის არაფერი დამიძალებია და მით უმეტეს, არ მიძალადია. არ ვიცი, რატომ მოუნდათ მათ ამდენი ხნის შემდეგ ჩემთან ურთიერთობის გახსენება,“-აცხადებს მსახიობი.