ფრანგი პიანისტი და მოცეკვავე შარლოტ არნოლდი ჟერარ დეპარდიეს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
“მე ჟერარ დეპარდიეს მსხვერპლი ვარ. 2018 წლის აგვისტოში დეპარდიემ გამაუპატიურა. ვცდილობდი ამაზე არ მესაუბრა, თუმცა ბოლო წლებში მომხდარმა იმოქმედა ჩემს ცხოვრებაზე, დუმილს აღარ ვაპირებ”. – წერს არნოლდი.
ცნობისთვის, არნოლდი მეორე ქალია, რომელიც დეპარდიეს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. 22 წლის ფრანგმა მსახიობმა დეპარდიეს შესახებ პოლიციაში განცხადება 2018 წლის 27 აგვისტოს შეიტანა. ქალის თქმით მსახიობმა ორჯერ გააუპატიურა.