დემნა გვასალია პარიზის პრესტიჟულ რესტორანში არ შეუშვეს – „კითხულობენ: „ვინ არის ეს ბიჭი?“ ამას წინათ Maison du Caviar-ის რესტორანში შევედი, პარიზში, ჩემს მეგობართან ერთად. ასეთ გლამურულ ადგილებში არასდროს დავდივარ, ძირითადად, სახლში ვამზადებ“ – ამბოსბ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია, ystem Magazine-თან ინტერვიუში.
გავსალია ამბობს, რომ პარიზის ერთ-ერთ რესტორანში არ შეუშვეს.
მისვე თქმით ხალხი ვინც მსგავს გლამურულ ადგილებში დადის თავისუფლები არ არიან:
„ასეთ გლამურულ ადგილებში არასდროს დავდივარ, ძირითადად, სახლში ვამზადებ. მათ შიგნით არ შემიშვეს იმის გამო, თუ როგორ ვიყავი ჩაცმული. მთლიანად „ბალენსიაგა“ მეცვა. ადამიანმა, რომელიც ჩემთან ერთად იყო, მათ უთხრა, „არაფერია, ის ჩემთან ერთად არის“. და შემდეგ შემიშვეს. ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა – არსად ვეწერები. ადამიანებს, რომლებიც ასეთ „გლამურულ“ ადგილებში დადიან, არ აქვთ თავისუფლება, ისე გამოიყურებოდნენ, როგორც თავად სურთ. ჩემი აზრით, ჩემი კარიერა ყოველთვის იქით იქნება მიმართული, რომ ამის საწინააღმდეგო დავამტკიცო.რესტორნის მფლობელი მოგვიანებით შემოგვიერთდა, ჩვენს მაგიდასთან. მას ვუთხარი: „რა ხდება აქ? თქვენს თანამშრომლებს უნდა აუხსნათ, რომ 2021 წელია და ადამიანები მათი ტანსაცმლის მიხედვით არ უნდა განსაჯონ…“ ეს ყველგან ხდება – სანამ არ გაიგებენ, რომ მე ვარ დემნა, „ბალენსიაგას“ კრეატიული დირექტორი, არსად მიშვებენ… არასდროს ვიქები ისეთი მშიერი, რომ სმოკინგი ჩავიცვა. უფრო ბედნიერად ვიგრძნობ თავს, თუკი „მაკდონალდსში წავალ ჩემი ჩექმებით. ეს არის ჩემი ცხოვრების სტილი – ვიყო ის, ვინც ვარ!..“ – ამბობს დემნა გვასალია.