AMC-მ სერიალ „მოსიარულე მკვდრების“ მორიგი სპინოფის „მოსიარულე მკვდრების ისტორიების“ მსახიობების ვინაობა დაასახელა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სერიალში ითამაშებენ: ენტონი ედვარდსი, პარკერ პოუსი, ტერი კრიუსი, პოპი ლიუ და ჯილიან ბელი.
პროექტის პრემიერა AMC-სა და AMC+-ზე ზაფხულში შედგება.