ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარის“ დაჯილდოების 94-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ყველაზე მეტ, 12 კატეგორიაშია წარდგენილი ჯეინ კემპიონის ფილმი „ძაღლის ძალა“. 10 ნომინაციაშია წარდგენილი დენი ვილნევის „დიუნი“. შვიდ-შვიდ კატეგორიაში არიან წარდგენილნი „ბელფასტი“ და „ვესტსაიდური ამბავი“.
საუკეთესო ფილმის კატეგორიაში წარდგენილია სურათები: „ბელფასტი“, „კოდა“, „არ აიხედო მაღლა“, „დიუნი“, „მეფე რიჩარდი“, „ძაღლის ძალა“, „ვესტსაიდური ამბავი“, „მართე ჩემი მანქანა“, „ძირტკბილას პიცა“, „კოშმარული ხეივანი“.
საუკეთესო რეჟისორის ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს კენეტ ბრანა, რიუსუკე ჰამაგუჩი, პოლ თომას ანდერსონი, ჯეინ კამპიონი, სტივენ სპილბერგი შეეჯიბრებიან.
ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი ქალი“ წარდგენილნი არიან: ჯესიკა ჩესტეინი, ოლივია კოლმანი, პენელოპა კრუზი, ნიკოლ კიდმანი, კრისტენ სტიუარტი.
ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ კი ხავიერ ბარდემი, ბენედიქტ კამბერბატჩი, ენდრიუ გარფილდი, უილ სმიტი, დენზელ ვაშინგტონი არიან წარდგენილნი.
„საუკეთესო ანიმაციური ფილმის“ კატეგორიაში მოხვდნენ: „ენკანტო“, „ლუკა“, „მიტჩელები მანქანების წინააღმდეგ“, „რაია და უკანასკნელი დრაკონი“, „გაქცევა“.
ნომინანტების სრულ სიას გაეცნოთ ბმულზე.