პოპ მომღერალი დიმა ბილანი კორონავირუსით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემების ცნობით, მომღერალი საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია. ექიმების გამოძახება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ბილანს ყელის მწვავე ტკივილი და ცხვირი ჰქონდა გაჭედილი, მისი სხეულის ტემპერატურა დაახლოებით 37,5 იყო. კორონავირუსის სწრაფი ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა, თუმცა PCR -მა დადებითი პასუხი აჩვენა.
მომღერალს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, კომპიუტერული ტომოგრაფიით კი ფილტვების დაზიანება არ გამოვლენილა. სუნთქვის უკმარისობა ამ დროისათვის არ აღინიშნება.