ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა შოუბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი წარმომადგენლები დაასახელა. რეიტინგის ლიდერი ახალზელანდიელი რეჟისორი, პიტერ ჯექსონი გახდა. ერთი წლის განმავლობაში ტრილოგიის „ბეჭედების მბრძანებელი“ რეჟისორმა 589 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
სიაში მეორე ადგილს 435 მილიონი დოლარით, ამერიკელი მუსიკოსი, ბრიუს სპრინგსტინი იკავებს, რომელმაც თავისი სიმღერების კატალოგზე უფლება კომპანია Sony-ს ნახევარ მილიარდ დოლარად მიჰყიდა,
მესამე ადგილზეა რეპერი Jay-Z, რომელმაც 340 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ათეულში ასევე მოხვდნენ მსახიობი დუეინ ჯონსონი, რეპერი კანიე ვესტი და OneRepublic-ის ფრონტმენი, რაიან ტედერი.