90-იანი წლების ლეგენდარულმა სუპერმოდელმა, ლინდა ევენჯელისტამ, წარუმატებელი პლასტიკური პროცედურის შემდეგ პირველად მიიღო მონაწილეობა ფოტოსესიაში.
“მიყვარდა პოდიუმზე გამოსვლა, დღეს კი საკუთარ ნაცნობებს ვემალები. ასე ცხოვრება აღარ შემიძლია, მალვასა და სირცხვილში. ამ ტკივილს ვეღარ ავიტან, დროა ყველაფერზე ვილაპარაკო“. – ამბობს მოდელი.
2015-2016 წლებში ევანჯელისტამ გამაჯანსაღებელ კომპანია Zeltiq’s Cool Sculpting-ს ე.წ. “ცხიმის გაყინვის” პროცედურისთვის მიმართა.
მოდელის თქმით არასწორად ჩატარებულმა პროცედურებმა ის დაასახიჩრა.
ევანჯელისტა კომპანიის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა და დამნაშავეებისგან 50 მილიონ დოლარს ითხოვს.
“მინდა პასუხი გავცე ჩემს გამომწერებს, რომელთაც აინტერესებთ, რატომ არ ვმუშაობ, როდესაც თანატოლი კოლეგების კარიერა ყვავის.
საქმე იმაშია, რომ კოსმეტიკური პროცედურის შედეგად დავსახიჩრდი.
ცხიმოვანი უჯრედები უნდა შემემცირებინა, კომპანიამ დაპირება ვერ შეასრულა და საპირისპირო ეფექტი მივიღე.
ორმა მტკივნეულმა და წარუმატებელმა ოპერაციამაც ვერ მიშველა, ჩემი სხეული დეფორმირებულია. მძიმე სენს ვებრძვი, რომელმაც როგორც ფიზიკური, ისე მენტალური ჯანმრთელობა გამინადგურა”. – წერს ევანჯელისტა.
ლინდა ევანჯელისტა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმოდელია.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთუ ჟურნალებთან და მოდის სახლებთან, როგორებიც არის Vogue, Harper’s Bazaar, Cosmopolitan, Glamour, Elle, W, Rolling Stone, Time.
წყარო: ტაბულა