კანიე უესტმა თავის თაყვანისმცემლებს სოციალურ ქსელში ექსკლუზიურად აცნობა, რომ მისი მომდევნო ალბომი სახელწოდებით ,,Donda 2” გამოვა თებერვლის ბოლოს.
,,პლატფორმა, Stem Player. მოწყობილობა ღირს $200 და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დააკონფიგურირონ სიმღერები სხვადასხვა ინსტრუმენტებისა და ვოკალების იზოლირებით, რომლებიც წარმოდგენილია სიმღერაზე. „Donda 2 ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ჩემს საკუთარ პლატფორმაზე, Stem Player-ზე. არა Apple Amazon Spotify-ზე ან YouTube-ზე“, – წერს Ye Instagram-ში.
„დღეს მხატვრები იღებენ ინდუსტრიის გამომუშავებული თანხის მხოლოდ 12%-ს. დროა გავათავისუფლოთ მუსიკა ამ მჩაგვრელი სისტემისგან. დროა ავიღოთ კონტროლი და ავაშენოთ საკუთარი. შეკვეთისთვის გადადით stemplayer.com-ზე“, – დასძინა მომღერალმა.
მოამზადა: მარიამ მიქაძე, Fashiontime