,,უკვე სამი სეზონია, გოგონები მაღალსათავიან შარვლებს ატარებენ და ახლა პრესის კარგად დამუშავება მოუწევთ, რადგან პერანგებიც, ზედა ტანსაცმელიც “გატოპდა”. მოდის მიმდევრებს ფაქტობრივად, მთელი მუცლის, გვერდების სერიოზული “გამოფენა” ელოდებათ”, – ამის შესახებ დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ ჟურნალ ,,გზას” განუცხადა.
,,ქალბატონებს, რომლებსაც პრობლემა არა აქვთ, შეუძლიათ თამამად გამოაჩინონ მენჯი, პრესი, ჭიპი, გვერდი… რაც შეეხება სილუეტს – თუ ამ ყველაფერს ადამიანი ვერ მოირგებს და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ვერ მოირგებს, განსაკუთრებით ქართულ რეალობაში, მაშინ შეუძლიათ წელი დააფიქსირონ”, – თქვა დიზაინერმა.
მისივე თქმით, ფერთა გამა მაქსიმალურად ბუნებასთან მიახლოებულია.
,,აქტუალურია მწვანე, ყავისფერი, ჩალისფერი გრადაციებით. ძალიან გააქტიურდება ცისფერი, მზისფერი, ყვითელი. ასე რომ, მოდის მიმდევრებს ყოველგვარ ქიმიურ ფერებზე უარის თქმა მოუწევთ. აბსოლუტურად ნატურალურ ფერებსა და მასალებზე იქნებიან ორიენტირებულები”, – განაცხადა ცქვიტინიძემ.