მსოფლიო ბრენდმა Balenciaga-მ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, საკუთარი Instagram-ის გვერდიდან, მისი წარმოებული პროდუქციის ყველა ფოტო წაშალა და უკრაინის დროშა განათავსა.
ცნობისთვის, ბალენსიაგა ერთ-ერთი მსოფლიო ბრენდია, რომლის სამოსიც ხშირად გარკვეულ პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს, ამ მხრივ გამორჩეულია მისი შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომლებსაც ჰოლივუდის ვარსკვლავების გარდერობშიდაც გადააწყდებით.