ფრანგული მოდის სახლი Hermes აჩერებს გაყიდვებს რუსეთში. მოსკოვის ბუტიკები უახლოეს დღეებში დაიხურება. ამის შესახებ “ნოვაია გაზეტა” წერს. ჰერმესი ცნობილია თავისი ძვირადღირებული პროდუქციით, ის აწარმოებს შარფებს, ჰალსტუხებს, მამაკაცის და ქალის ტანსაცმელს, სუნამოებს, საათებს, საკანცელარიო ნივთებს, ფეხსაცმელს, ხელთათმანებს, დეკორატიულ ხელოვნებას, ჭურჭელსა და სამკაულებს.
Hermès-ის პროდუქცია თითქმის მთლიანად საფრანგეთში მზადდება.
ასევე, ავსტრიულმა კომპანია Swarovski-მა, რომელიც სპეციალიზირებულია პლაცერის კრისტალების, სამკაულების, ბროლის ფიგურების წარმოებაში და სინთეტიკური და ბუნებრივი ძვირფასი ქვების ჭრაში, გამოაცხადა გაყიდვების შეწყვეტა რუსეთის ფედერაციაში.რუსი აუდიტორიისთვის ბრენდის ვებგვერდზე შემდეგი შეტყობინება გამოქვეყნდა:
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, swarovski-ის ონლაინ მაღაზიაში გაყიდვები დროებით მიუწვდომელია ამ რეგიონისთვის“.
მანამდე IKEA, H&M, Nike, Apple, Dell, Ford, BMW, Harley-Davidson და სხვა უცხოურმა კომპანიებმა რუსეთში საქმიანობა შეაჩერეს.
დასავლური ბიზნესი ახლა მასობრივად წყვეტს კავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი ახალი კომპანია აცხადებს გასვლას რუსული ბაზრიდან.