უკრაინაში აგრესიის გამო Zara რუსეთში 500-ზე მეტ მაღაზიას ხურავს, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
“არსებული გარემოებებს გათვალსიიწნებით, Inditex-ი რუსეთის ფედერაციაში წყვეტს საქმიანობას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
დაიხურება 502 მაღაზია და შეწყდება ონლაინ-გაყიდვები.
Inditex-მა BBC-ს განუცხადა, რომ მუშაობს გეგმის შედგენაზე რუსეთში მყოფი 9000 თანამშრომლის მხარდასაჭერად, სანამ სერვისები “დროებით” შეჩერებულია.