შვეიცარიულმა საათების ბრენდმა Rolex-მა რუსეთში ექსპორტი შეწყვიტა. ინფორმციას Bloomberg Rolex-ის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ Rolex არ ფლობს არცერთ კომპანიას ან უძრავ ქონებას რუსეთში.
ახლა Rolex საათებს რუსეთში დამოუკიდებელი და კერძო ადგილობრივი საცალო მოვაჭრეები ყიდიან, რომელთაც პროდუქცია უკრიანაში შეჭრის გამო აღარ მიეწოდებათ.