რუსული ესტრადის პრიმადონა, ალა პუგაჩოვა, მოსკოვის გარეუბანში სოფელ ,,გრიზში“ მდებარე სახლს ყიფის, სადაც ის მეუღლესთან, პაროდისტ მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერად ცხოვრობდა.
სახლის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია, ცნობილი რუსი პროდიუსერის ანდრეი რაზინისგან გახდა ცნობილი. პროდიუსერმა საკუთარი ,,Instagram“ – ის გვერდზე დაწერა, რომ მაქსიმ გალკინმა მას, თავისი სახლის ყიდვა შესთავაზა.
რაზისნის თქმით, თუ გალკინი მის წინადადებას დათანხმდება, ფეშენებელურ სახლში ობოლი ბავშვებისთვის სასწავლელები განთავსდება.
„რეგიონთაშორისი ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “კრეატიული ცენტრი – მზის წრე “, რომლის პრეზიდენტიც მე ვარ, მზადაა განიხილოს მაქსიმ გალკინის წინადადება სოფელ ,,გრიაზში“ თავისი ციხესიმაგრის გაყიდვის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მასში განთავსდებიან ობლები, რომლებიც IT ტექნოლოგიებითა და სოციალური ქსელებით არიან დაკავებულნი. მაშასადამე, ეს არის ჩემი ღია შეთავაზება მაქსიმისთვის მისი ციხის შესაძენად“, – წერს პროდიუსერი.
ცნობისთვის, რუსული სცენის პრიმადონამ მეუღლესთან და შვილებთან ერთად ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც მათ მიერ გაკეთებული უკრაინის მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, გალკინს გადაცემა დაუხურეს, ხოლო მომღერლის მისამართით შავი პიარი აგორდა.