ივან დორნი, მაქს ბარსკიხ, პოტაპი და ნასტია, ვალერი მელაძე და ვერა ბრეჟნევა, ეს არის მომღერლების ის ჩამონათვალი, რომლებიც რუსული არხების შავ სიაში მოხვდნენ.
მომღერლების უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ყველა კონცერტი გაუქმდა. ამას წინ უძღოდა მუსიკოსების ღია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ და რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებები.
ისინი აფიშებიდანაც ჩამოხსნეს და მეტიც, რუსულმა არხებმა მათ სრული ბოიკოტი გამოუცხადეს.