YouTube აფართოებს რუსული სახელმწიფო არხების შეზღუდვას და რუსეთის მთავრობის დაფინანსებულ მედიას უკვე მთელ მსოფლიოში აკრძალავს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პლატფორმამ რუსეთის სამთავრობო არხები, მათ შორის RT და Sputnik, ჯერ მხოლოდ ევროპელი მომხმარებლებისთვის დაბლოკა. დღევანდელი ცვლილებით კი არხებზე წვდომა ყველას შეეზღუდა.