მსახიობი, სანდრა ბალოკი Entertainment Tonight -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს, რომ ის კინოდან მიდის. 57 წლის ოსკაროსანი მსახიობი ამბობს, რომ შესაძლოა ეს იყოს დროებითი პაუზა, შესაძლოა, სამუდამო.
მიზეზად მსახიობი შვილებს ასახელებს და ამბობს, რომ მათთან მეტი დროის გატარება უნდა.
„მოვიდა დრო, გადავდგა ნაბიჯი უკან კარიერაში და წინ პირადში, ახლა მინდა ვიყო იქ, სადაც ბედნიერი ვარ“, – ამბობს მსახიობი.